Wednesday, April 14, 2010

ენერგოეფექტურობა ჩვენს სახლებში


1.პროექტის სახელი:
ენერგოეფექტურობა ჩვენს სახლებში
2.პროექტის მოკლე აღწერა: თანამედროვე პირობებში სითბოს ხარჯის შემცირება საყოფაცხოვრებო სექტორში
3.პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები ერთიანდებიან საპროექტო ჯგუფებში და
1) განიხილავენ იმ პრობლემებსა და აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ჩვენს სახლებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გათბობის, გაგრილების, კონტროლის მექანიზმის დახმარებით.
2) მოსწავლეები იკვლევენ თუ როგორ შეიძლება სახლში სითბოს შენერჩუნება და როგორ ხდება ოპტიმალური სითბოს წყაროს შერჩევა.
3) მოიპოვებენ ინფორმაციას ინტერნეტის საშუანებით იმ მასალებზე, რომლებიც ხასიათდებიან თბოსაიზოლაციო თვისებებით.
4) იმართება დისკუსია თუ რატომ და როგორ უნდა დავზოგოთ ენერგია.
5) ეწყობა პრეზენტაცია მზის ენერგიისა და სხვა ალტერნატიული წყაროების გამოყენების შესახებ.
6) ატარებენ კვლევას თუ რამდენადაა მოსახლეობა ინფორმირებული ამ წყაროების შესახებ.
4.მოსწავლეთა ასაკი:
მე–10, მე–11 კლასის მოსწავლეები
5.ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები: ინტერნეტისა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით
მასალების მოძიება და გაანალიზება, ინფორმაციის შეჯერება, დისკუსიის გამართვა,
მოძიებული ფოტო მასალების გამოფენა. ეკონომიური და ეკოლოგიური თვალსაზრისით ენერგიებს შორის პრიორიტეტულის განსაზღვრა.
7.მოსალოდნელი შესაძლო შედეგები:
მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევის, ინფორმაციის მოძიების უნარ–ჩვევები.
მოსწავლეები ეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას. შესაბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბითაც.
8.სასარგებლო სხვებისთვის: მოსწავლეები აქვეყნებენ ბუკლეტებსა და გაზეთს თუ
როგორ მოვერიდოთ სითბური ენერგიის დაზოგვას და უყაირათო ხარჯვას.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.მოსწავლეები სხვა სკოლიდან: არ მყავს
11.საგნებთან კავშირი: ბიოლოგიასთან, გეოგრაფიასთან
ბიოლოგიასთან: მოსწავლეები იკვლევენ, თუ რამდენად ეკოლოგიურია ის გამათბობლები, რომლებსაც ისინი მოიხმარენ, რა შეიძლება გამოიწვიოს სახლის ზედმეტმა გათბობამ ან გაციებამ.
გეოგრეფიასთან: მოსწავლეები აყალიბებენ თავიანთ მოსაზრებებს, თუ რა შეიძლება მოყვეს ენერგიის რომელიმე წყაროს ინტენსიურ გამოყენებას.
12.პროექტის ფასილიტატორი: ირმა კეკელია
13.ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
irmakekelia@gmail.com
14.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: irmakekelia.blogspot.com